Tuesday, June 5, 2012


16:21 31.05.2012
        პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ბობოხიძე გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს დედალ-მამალი მგლის გაგზავნას სთავაზობს.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ბობოხიძემ განაცხადა, ევროპაში მგელი არ მრავლდება, თუმცა, ევროპელი ცხოველთა დამცველები მგლების  დაცვას საქართველოში ითხოვენ.
        „ევროპა კატეგორიულად ცდილობს, რომ საქართველოში მგლებს ხელი არ ახლონ, რასაც ირმებზე ზრუნვით ხსნიან. თუმცა, საქართველოში მგლები არიანმაგრამ ირმები ვერ მრავლდებიან, ევროპაში კი, მგლები არ არიან, მაგრამ ირემმა შეიძლება გზაზეც კი გადაირბინოს. ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთადერთი ადგილი ვერ იქნება, სადაც ცხოველები უნდა გადარჩეს. მზად ვართ, მათ დედალ-მამალი მგელი გავუგზავნო, რომ გაამრავლონ“, – დასძინა მან.