კონრად ლორენცი

            დღევანდელ დღეს მედიცინა ძალიან განვითარებულია, არსებობს უამრავი მედიკამენტი, რომლებიც წარმატებულად გამოიყენება ადამიანთა სამკურნალოდ. ამ ყველაფრის მიღწევა მოხდა უამრავი ცდების ჩატარებით, რომლებსაც მეცნიერები ცხოველებზე ატარებდნენ. ამ დროს იღუპებოდა ბევრი ცხოველი და ამასთან ერთად ეზღუდებოდათ ფიზიკური თუ ემოციური მოთხოვნილებები.
კონრად ლორენცი
           XX საუკუნის ინტელექტუალთა ბრწყინვალე წარმომადგენელი, კონრად ლორენცი, იყო ავსტრიელი ზოოლოგი, ზოოფსიქოლოგი და ორნითოლოგი. იგი ასევე არის კლასიკური ეთოლოგიის - ცხოველთა დაადამიანთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ის დაიბადა 1903 წელს ვენაში, წარმატებული ექიმ-ორთოპედის ოჯახში. ლორენცხ ბავშვობიდანვე უყვარდა ცხოველები და სახლშიც მუდამ კყავდა თევზები, ძაღლები, მაიმუნები, სხვადასხვაგვარი მწერები, იხვები და ბატები. მას აინტერესებდა ცხოველთა სხვადასხვა ქცევის მიზეზები და ზოოლოგობაზე ოცნებობდა.
            ლორენცი, ვილჰელმ ბოლშეს წიგნის წაკითხვის შემფეგ, რომელიც ევოლუციურ თეორიაზე იყო, დაინტერესდა პალეონტოლოგიით, თუმცა მამის თხოვნით ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. ხწავლის დამთავრების და დიკლომის მიღების შემდეგ ცხოვრება მაინც ცხოველთა ქცევის შესწავლას მიუძღვნა.
ლორენცი
            1935 წელს ლორენცმა გამოაქვეყნა თავისიცნობილი ნაშრომი ”კომპანიონი ფრინველის სამყაროში”. ამ ნაშრომის გამოსვლა მიჩნეულია ეთოლოგიის საწყის ეტაპად. ამ დროისთვის მას ჩამოყალიბებული აქვს ცხოველთა ქცევის შესახებ თავისი თეოიის ძირითადი დებულებები. მის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად ცხოველთა ქცევის შესწავლა სწრაფად განვითარებად ექსპერიმენტულ დისციპლინად იქცა.
             კონრად ლორენცის სამეცნიერო მოღვაწეობა დროებით II მსოფლიო ომმა შეაჩერა, რადგან ის ჯარში სამხედრო ექიმად გაიწვიეს. 1944 წელს გერმანელთა ჯარის უკან დახევისას ის სომხეთის ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდა, თუმცა ტყვედ ყოფნის დროს მას საშუალება ჰქონდა დაკვირვებოდა სომხეთის ზეგანის ნახევრად ველურ თხებს. ის ტყვეობიდან 1948 წელს გაანთავისუფლეს, 1972 წელს მან გამოაქვეყნა ტყვეობაში დაწყებული წიგნი ”სარკის უკანა მხარე: ადამიანის შემეცნების ბუნებრივი ისტორიის გამოცდილება”.
კონრად ლორენცი, ნობელის პრემიის ლაურეატი
              ლორენცი 1958-1973 წლებში, გერმანიაში მაქს პლანკის ქცევის ფიზიოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. 1973  წელს ის მის ორ თანამედროვე ეთოლოგთან- ნიკოლას ტინბერგენთან და კარლ ფონ ფრიშთან ერთად ნობელის პრემიით დაჯილდოვდა, ფიზიოლოგიისა დამედიცინის დარგში- ”აღმოჩენებისათვის ცხოველთა ინდივიდუალური და სოციალურიქცევის მოდელების შესწავლისას”.
              კონრად ლორენცი ,მკითხველთა ფართო წრისათვის ცნობილია, როგორც მრავალი თავშესაქცევი წიგნის ავტორი ცხოველების შესახებ, როგორიცაა: ”რუხი ბატის წელიწადი”, ” სოლომონ მეფის ბეჭედი”, ”რბოლა საკუთარ თავთან” და სხვა. 1974 წელს ის გამოსცემს წიგნს ”ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა”. ამ წიგნში ის ეხება საკითხს თუ, როგორ შეიძლება კაცობრიობის გენეტიკურად გაუმჯობესება. ლორენცი კაცობრიობის მომავალს ადამიანის გულწრფელობასა და სიკეთეში ხედავს, რომელიც ადამიანის ყველაზე დასაფასებელი ღირსება უნდა იყოს.
კონრად ლორენცი თავის ფერმაში
               კონრად ლორენცი გარდაიცვალა 1989 წელს, 86წლის ასაკში, საკუთარ ფერმაში. მას დიდი დაბსახურება მიუძღვის, მის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდების დამკვიდრებაში, რადგან მას ცხოველისთვის არასოდეს შეუზღუდავს ძირითადი ფიზიკური თუ ემოციური მოთხოვნილებები, არასოდეს მოუკლავს, დაუსახიჩრებია ან უწვალებია ისინი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მან აბით დაამტკიცა, რომ ნობელის პრემიის მიღება შეიძლება იმ საზარელი მეთოდების გამოყენების გარეშე, რომელსაც ადრე ცხოველების შესწავლისთვის შეუცვლელად თვლიდნენ.


წყარო:
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში; IV წიგნი; ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა; თბილისი- 2007 წელი; გვ: 293-294;

No comments:

Post a Comment