ცხოველთა დასაცავად შედგენილი კანონები


 ყველა ქვეყანაში არსებობს კანონები, რომლებიც იცავენ ცხოველებს ადამიანების მიერ სასტიკი მოპყრობისაგან. მართალია ეს კანონები ბევრ შემთცვევაში ირღვევა და კანონდამრღვევი დაუსჯელი რჩება, მაგრამ იმედია ეს სიტუაცია შეიცვლება და აღარ გახდება საჭირო მათი გამოყენება, ხოლო სანამ ეს ბედნიერი დღე დადგება ცხოველებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ყოველდღიურად იღწვიან ცხოველთა კეთილდღეობისათვის, გაგაცნობთ რამდენიმე ქვეყნის კანონებს, რომლებიც შეიქმნა მათ დასაცავად.
      ამჟამად ყველაზე მკაცრი კანონი, ევროპის ქვეყნებს შორის, რომელიც იცავს ცხოველებს შემოღებული იქნა ავსტრიაში, 2004 წელს. ამ კანონის მიხედვით დანაშაულად ითვლება: ქათმების მცირე ზომის გალიებში დამწყვდევა, ძაღლისთვის ყურისა და კუდის მოჭრა და ჯაჭვით დაბმა, მახრჩობელა საყელურის გამოყენება, მსხვილფეხა პირუტყვის სქელი და უხეში თოკით დაბმა. არ შეიძლება ეზოში ”უხილავი ღობის” დამონტაჟება, რომელიც ცხოველს დენს ურტყამს, როცა იგი ზღვრული ფარგლების გადაკვეთას ცდილობს. მისასალმებელია, რომ ეს კანონი კრძალავს ზოომაღაზიებში ლეკვებისა კნუტების ჩახუთულ ვიტრინებში ჩასმას. ეს კანონი ცირკს კატეგორიულად უკრძალავს ლომისა და სხვა ველური  ცხოველების გამოყენებას. კანონდმრღვევს ჯარიმის სახით 2-დან 15 ათასამდე ევროს გდახდა ეკისრება.
   2004 წლამდე იტალიაში ყოველწლიურად ადამიანები 150 ათას ძაღლსა და 200 ათას კატას უმეთვალყურეოდ ტოვებდნენ. 2004 წელს კი იტალიაში მიიღეს კანონი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უკრძალავს კატის ან ძაღლის მიტოვბას. თუ ავსტრიაში ცხოველების მიმართ მკაცრი მოპყრობის კანონის დარღვევა მხოლოდ ფულად ჯრიმას ითვალისწინებს, იტალიაში კატისა და ძაღლის მიტოვება ერთი წლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას და ფულადი ჯარიმის სახით 10 000 ევროს გადახდას ითვალისწინებს.
 2002 წელს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით ცხოველებს განსაკუთრებული სამართლებლივი სტატუსი მიენიჭათ, აიკრძალა მათი საგნებთან გაიგივება. გამქორწინების დროს ქონების გაყოფისას თუ ადრე ძაღლსა და კატას მათი საბაზრო ღირებულების მიხედვით ადასებდნენ, ახლა მოსამართლე წყვეტს რომელ ყოფილ მეუღლესთან იგრძნობს თავს ცხოველი, ხოლო თუ ცხოველს რაიმე ტრამვა აქვს მიღებული, მოსამართლეს შეუძლია დამნაშავე აიძულოს უმკურნალოს ცხოველს.

No comments:

Post a Comment