ბრძოლა გადარჩენისთვის

გნუების ყოველწლიური მიგრაცია
               ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს ბრძოლა გადარჩენისთვის, ანუ მოძებნონ ისეთი ადგილი სადაც მათთვის იქნება უსაფრთხო და საკვები მათი არსებობისათვის. ეს ყველაზე მეტად ახასიათებთ ველურ ბუნებაში არსებულ ცხოველებს, რადგან მათთვის აუცილებელია ისეთ გარემოში ყოფნა სადაც დაცულნი იქნებიან ადამიანებისაგან, რომლებიც მათზე ნადირობენ საკვების მოსაპოვებლად თუ უბრალოდ გასართობად. ცხოველებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საკვებთან და წყალთან ახლოს ყოფნა.
ლომების მიერ მონადირებული ბეჰემოთი
         ველური ბუნების ცხოველებს, განსაკუთრებით მტაცებლებს სჭირდებათ ნადირობა ბალახის მჭამელ ცხოველებზე, რომელთა მონადირებაც მათთვის გარკვეულწილად ადვილია. ეს წარმოადგენს მათ ბრძოლას გადარჩენისათვის. ბალახის ბჭამელი ცხოველებისათვის კი მნიშვნელოვანია თავი აარიდონ მტაცებელი ცხოველების თავდასხმას. ისინი ცდილობენ გაექცნენ მათ და ეს წარმოადგენს მათ ბრძოლას გადარჩენისათვის. მართალია მტაცებლებსაც და ბალახის მჭამელებსაც უწევთ ენერგიის დახარჯვა საკვებისა და თავდაცვისათვის, მაგრამ ეს მათი არსებობის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია.
               ბრძოლა გადარჩენისთვის კიდევ ერთ სახეს, ველურ ბუნებაში მცხოვრები ცხოველებისთვის, წარმოადგენს მათ გადაადგილებას, წლის სხვადასხვა სეზონის დროს, ისეთი ადგილის მისაგნებად სადაც იქნება საკმარისი საკვები და წყალი. ამ დროს მათ უწევთ ძალიან დიდი მანძილის გავლა, რათა მიაღწინ მათთვის ხელსაყრელ მდებარეობას. ეს ”მოგზაურობა”  ბევრ ცხოველს სიცოცხლის ფასად უჯდება, მაგრამ თუ ისინი უარს იტყვიან მასზე მათი სიკვდილი გარდაუვალი იქნება.
პანდა, რომელიც თავს იცავს
               ცხოველებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს მაინც ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც არ ერიდებიან მათზე ნადირობას. სამწუხაროდ ცხოველებს არ შესწევთ ძალა დაემალნონ მათ, რადგან ადამიანებს ტექნოლოგიების განვითარება ეხმარებათ იპოვონ გზა, რომელიც სასურველ შედეგამდე მიიყვანს.ეს საუკუნეების მანძილზე იყო და ალბათ მომავალშიც იქნება ბევრი სახეობის გადაშენების მიზეზი, თუკი ადამიანები არ გააანალიზებენ მათი ქმედებების უარყოფით მხარეს.

უპატრონო ძაღლები
          ველურ ბუნებაში მყოფი ცხოველების გარდა, ბრძოლა გადარჩენისათვის, სჭირდებათ იმ ცხოველებს, რომლებიც წარმოადგენენ უპატრონო ძაღლებს და კატებს. მათთვის მნიშვნეოვანია იპოვონ ადგილი სადაც შეეძლებათ უსაფრთხოდ ყოფნა და თუნდაც ბცირე საკვები, რათა შეძლონ არსებობა.

             გადარჩენისთვის ბრძოლა წარმოადგენს დიდ და მნიშვნელოვან ფაქტორს ყველა ცოცხალი არსებისთვის.

წყარო: ავტორი სოსო დოლიძე.

No comments:

Post a Comment