ცხოველთა უფლებები


ცხოველებს ისევე როგოც ადამიანებს გააჩნიათ უფლებები. მართალია ეს უფლებები მცირე მოცულობისაა მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ იარსებონ ჩვენს გვერდით ”ბედნიერებმა” თუ დავიცავთ და პირნათლად შევასრულებთ ამ უფლებებს. ცხოველთა უფლებები აგებულია მორალურ და ეთიკურ ნორმებზე, რომელთა თანახმადაც დაუშვებელია ცოცხალი არსების სიცოცხლის, ჯნმრთელობისა და თავისუფლების ხელყოფა.
სამწუხაროდ ეს უფლებები არ არის მოხსენიებული იურიდიულ დოკუმენტებში, მგრამ არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც კრძალვენ ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რომლის თანახმადაც:
” 1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: (ა)ჯგუფურად; (ბ)არაერთგზის; (გ)მცირეწლოვნის თნდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”
ეს უფლებები არ ეხება ფერმებში, საექსპერიმენტო ლაბორტორიებში, გასართობ სანახაობებზე არსებულ სიტუაციებს. ამიტომაც ცხოველთა უფლებების აქტივისტები მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ შეცვალონ არსებული კანონები ცხოველთა სიცოცხლის, ჯნმრთლობისა და თავისუფლების დაცვის მიზნით.

სამი ძირითადი უფლება, რომელსაც მოიცავს ცხოველთა დაცვა:


1. სიცოცხლის უფლება: გაუმართლებელია ცხოველის მოკვლა ხორცის, ტყავის, ბეწვეულის, ძვლისა თუ სხვა ნივთიერების გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ პროდუქტს ჰუმანური ალტერნატივა გააჩნია. ხორცის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია მცენარეული საკვები მივიღოთ, ტყავისა და ბეწვეულის ნაცვლად შეგვიძლია მცენარეული ან სინთეტიური წარმოშობის მატერიისგან დამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვათ და ა.შ. ადამიანს, რომელიც ხორცზე უარს ამბობს, ვეგეტარიანელი ეწოდება, ხოლო მას ვინც უარს ამბობს ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ პროდუქტზე – ვეგანი.
2. ჯანმრთელობის უფლება: საგანგებო ლაბორატორიებში ცხოველებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ, რომელთა უმეტესობა ცხოველის სიკვდილით სრულდება. ამ ექსპერიმენტებს განსაკუთრებული სისასტიკე ახასიათებს – ცხოველის ხელოვნური დასნეულება, გაკვეთა, დასახიჩრება და ნელი და მტანჯველი სიკვდილი. ცხოველებს ტკივილის ისეთივე შეგრძნება გააჩნიათ, როგორც ჩვენ. ექსპერიმენტების შეცვლა შესაძლებელია ალტერნატიული პროგრამებით, რომლებიც გაცილებით რაციონალურია და გამორიცხავს ცხოველის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლების ხელყოფას.
3. თავისუფლების უფლება: ცხოველებს ფართოდ იყენებენ ცირკებსა თუ სხვა გასართობ სანახაობებში, სადაც მათ დაშინების, ცემისა თუ სხვაგვარი სასჯელის გზით აიძულებენ არაბუნებრივი მოძრაობები შეასრულონ. ამგვარი სანახაობების მესვეურები უმეტეს შემთხვევაში სრულიად არ ზრუნავენ ცხოველთა მდგომარეობაზე, თვითონ კი ყოველივე ამისგან დიდ ფულად მოგებას იღებენ. ცხოველები არ უნდა იყვნენ გართობის, დამცირებისა და ექსპლოატაციის ობიექტები.
რა თქმა უნდა ეს უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა, თუმცა არასამთავრობო ორგნიზაციები, რომლებიც ემსახურებიან ცხოველთა დაცვას, მეტწილად ახერხებენ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ადამიანებს კი უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველები, ისევე, როგორც ჩვენ სულიერი არსებები არიან და მათაც ისევე სტკივათ, განიცდიან და უხარიათ როგორც ჩვენ.

2 comments:

  1. მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ამ წლის 10 ივლისს გამოვიძახეთ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, რათა გაგვეტანებინა ეზოს ტრავმირებული კნუტი.უნდა გითხრათ, რომ მას ჰქონდა მხოლოდ თათის პრობლემა და მეტი არაფერი: ჭამდა,სვამდა, დარბოდა 3 თათით...წაიყვანეს თავშესაფარში და დაგვიტოვეს ტელეფონის ნომერი მოსაკითხად.როცა დავრეკეთ,გამოირკვა, რომ კნუტს დაუდგინდა ბუნებრივი სიკვდილი!!! რა ქვია ამას??!!გთხოვთ, არავის არ ურჩიოთ ეს მკვლელი ორგანიზაცია--ცხოველთა თავშესაფარი.

    ReplyDelete