რატომ შეიქმნა და რა არის წითელი წიგნი


უძველესი დროიდან, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს განვითარება: შექმნეს სანადირო იარაღები, ხელი მიჰყვეს მიწათმოქმედებას და ა.შ. გაჩნდა პრობლემა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაში. ხალხმა საკვების მოპოვების, თავდაცვისა და გართობის მიზნით დაიწყეს ცხოველებზე ნადირობა. ისინი ხოცავდნენ მათ ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის გარეშე, იმდენს რამდენის მოკვლასაც შესძლებდნენ და არ უფიქრიათ იმაზე, რომ ასეთ საქციელს შეიძლებოდა მოჰყოლოდა სხვადასხვა სახეობების გადაშენება. ამ ყველაფერს ხელი კიდევ უფრო მეტად შეუწყო მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა. ამ განვითარებამ ხელი არა მარტო ცხოველებს არამედ საერთოდ გარემოს შეუქმნა. ამიტომაც გარემოს დაცვის თემა უფრო აქტუალური და ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გლობალური პრობლემა გახდა.
ყოველგვარი განვითარება ადამიანებში, იწვევდა მათი ზეგავლენის გაზრდას ბუნებაზე, ეს კი ამცირებდა ცხოველებისა და მცენარეების საარსებო სივრცეს, ირღვეოდა მილიონობით წლების განმავლობაში ურთიერთშეკავშირებული ეკოლოგიური თანაფარდობა.
დროთა განმავლობაში მცენარეთა და ცხოველთა ზოგიერთი სახეობის გადაშენებამ ადამიანები იმ პრობლემებზე დააფიქრა რასაც იწვევდა და მომავალშიც გამოიწვევდა ბუნებასთან არასწორი ურთიერთობა. ისინი მიხვდნენ, რომ ველური ბუნების ყოველი დაკარგული და გადაშენებული წარმომადგენელი აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო, როგორც მათთვის ასევე მომავალი თაობების ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის. ამიტომაც მათ დაიწყეს ფიქრი მცენარეთა და ცხოველთა დაცვასა და გადარჩენაზე.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა იდეა შეექმნათ ისეთი წიგნი, რომელშიც შეტანილი იქნებოდა ბუნების ისეთი ქმნილებები, რომელთაც გაქრობა და გადაშენება ემუქრებოდათ. წიგნის შექმნის ინიციატორი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი იყო, რომელმაც 1949 წელს დაიწყო ინფორმაციის შეგროვება მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების შესახებ და 1966 წელს უკვე მზად იყო პირველი გამოცემები ფრინველებისა და ძუძუმწოვრების იშვიათ სახეობებზე. ამ წიგნს ”წითელი წიგნი” უწოდეს.
წითელი წიგნი არ წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. მიუხედავად იმისა რომ ის მოიცავს გლობალურ მასშტაბებს, ის უბრალოდ ცდილობს რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც არსებობს გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და მცენარეები. ეს რეკომენდაციები უზარმაზარ მნიშვნელობას ატარებს მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიოს ”წითელი წიგნი” ასევე იყოფა სხვადასხვა ქვეწიგნებად, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ”წითელ წიგნს” წარმოადგენს.
საქართველოს ”წითელი წიგნი” 1982 წელს გამოიცა. ის იყოფა სამ ნაწილად, მისი I ნაწილი შედგება ცხოველებისაგან, II ნაწილი მცენარეებისაგან, ხოლო III ნაწილი არაორგანული ბუნების ძეგლებისაგან.
წყარო
წყარო

No comments:

Post a Comment